Media logo
მშენებლობები

ფოტო | სიცოცხლისთვის სახიფათო მშენებლობები საქართველოშ

ფოტო | სიცოცხლისთვის სახიფათო მშენებლობები საქართველოშ
(თამუნა ჩქარეული /OC Media)

შრომის უსაფრთხოების შესახებ მიღებული ახალი კანონის მიუხედავად, მშენებლობა დასაქმებულთათვის სიცოცხლისთვის სახიფათო სფეროდ რჩება.

გასულ ოქტომბერს რუსთავის საავადმყოფოში მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი მუშა შემოიყვანეს. მას გარე მოტეხილობა და სისხლის დიდი დანაკარგი აღენიშნებოდა, რის შედეგადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ბათუმში მშენებლობაზე დაშავებულთა და და დაღუპულთა რიცხვი ყველაზე მაღალია — პროფკავშირების მონაცემებით, შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ აქ არის დაფისქირებული. წელს საქართველოში მხოლოდ მშენებლობაზე დაიღუპა 14 და მძიმედ დაშავდა 16 ადამიანი.

21 მარტს მიღებული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მიზნად ისახავდა შრომასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას ინსპექტორების მანდატის გაფართოებით და უფრო მკაცრი რეგულაციების შემოღებით.

მიუხედავად ამისა, პროფკავშირების სტატისტიკა შემთხვევათა სტაბილურ კლებას მხოლოდ თბილისში აფიქსირებს.

თებერვლიდან, თბილისის მერის ინიციატივით, თბილისში შესწორება შევიდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. დამსაქმებელი კომპანია ახლა 30 000 ლარიან ჯარიმას დარღვევის აღმოჩენისთანავე იხდის. ამასთანავე, ზედაპირული დაკვირვებაც კი აჩვენებს, რომ დამსაქმებელიცა და დასაქმებულიც ხშირად უგულებელყოფენ უსაფრთხოების სტანდარტებს.

სამუშაო ადგილებს ინსპექტორები წელიწადში ერთხელ ამოწმებენ. დამატებითი მონიტორინგი მხოლოდ სასამართლოს ნებართვით შეიძლება, განხორციელდეს. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს პარლამენტთან და შესაბამის კომიტეტებთან მიმართვაში აღნიშნავს, რომ ეს კანონის მნიშვნელოვანი ნაკლია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (ILO). საქართველომ ILO-ს სტანდარტების დანერგვის პირობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დადო.

ნიკა კაკაშვილი, პროფკავშირების შრომის ინსპექტორი, ასევე აღნიშნავს, რომ ინსპექტორებს მხოლოდ პირდაპირი საფრთხის შესწავლის უფლება აქვთ, თუმცა არა ირიბად დაკავშირებული ფაქტორების.

„მაგალითად, ინსპექტორი არ შეისწავლის არანორმირებულ სამუშაო გრაფიკს, რომლის შედეგად გადაღლილმა მუშამ შეიძლება ფატალური შეცდომა დაუშვას“, — ამბობს ის.

ტექნიკური რეგლამენტი სიმაღლეზე მუშაობისას უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ:

დაუშვებელია დეფექტის მქონე ბადის გამოყენება დამცავ საშუალებად. (თამუნა ჩქარეული /OC Media)
უსაფრთხოების ბადე უნდა განთავსდეს სიმაღლეზე მიმდინარე სამუშაოების ქვემოთ, სადაც ვერ ხერხდება სხვა სახის დამცავი საშუალების ეფექტური გამოყენება. (თამუნა ჩქარეული /OC Media)
ყოველ  დამცავ ბადეს კიდეზე უნდა ჰქონდეს  ბაგირი, რომელიც უნდა უძლებდეს  2250 კგ მასის დატვირთვას. (თამუნა ჩქარეული /OC Media)
დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაოს დაწყებამდე ან/და დასაქმებულთა სამუშაოზე დაშვებამდე მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება და მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები. (თამუნა ჩქარეული /OC Media)
დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაოს დაწყებამდე ან/და დასაქმებულთა სამუშაოზე დაშვებამდე მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება და მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები. (თამუნა ჩქარეული /OC Media)
დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაოს დაწყებამდე ან/და დასაქმებულთა სამუშაოზე დაშვებამდე მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება და მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები. (თამუნა ჩქარეული /OC Media)
დამსაქმებელი ვალდებულია, შეაფასოს სამუშაო ადგილი და განსაზღვროს ვარდნის საშიშროება. (თამუნა ჩქარეული /OC Media)
დამსაქმებელი ვალდებულია, შეაფასოს სამუშაო ადგილი და განსაზღვროს ვარდნის საშიშროება. (თამუნა ჩქარეული /OC Media)
დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაოს დაწყებამდე ან/და დასაქმებულთა სამუშაოზე დაშვებამდე მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება და მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები. (თამუნა ჩქარეული /OC Media)

კაკაშვილი ამატებს, რომ პროფკავშირების ინსპექტორისთვის რთულია სამუშაო ადგილებზე შეღწევა: „ჩვენ მხოლოდ იქ შეგვიძლია შესვლა, სადაც წევრები გყვავს. თვითონ დარგს უჭირს, რადგან საქმდებიან მოკლევადიანი ხელშეკრულებებით და შესაბამისად რთულია წევრებად მათი გაფორმება“.

პროფკავშირების სტატისტიკით, წელს მშენებლობაზე 14 ადამიანი დაიღუპა, 16 კი მძიმედ დაშავდა. „ეს რიცხვები მინიმუმია“, ამბობს ნიკა კაკაშვილი.

„შემთხვევებს პირადი კონტაქტებითა და მედიის დახმარებით აღვრიცხავთ, მაგრამ დიდი რაოდენობა შემთხვევებისა ისე ხდება, რომ არც ვიცით. დაზარალებულების 50 პროცენტი მაინც სასამართლოში არ ჩივის“.

მარინა კურტანიძე, მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, დაზარალებულთა დუმილს განმარტავს:

„შემთხვევა რომ ხდება, კომპანია პირდაპირ სთავაზობს ერთჯერად ფულად კომპენსაციას იმ პირობით, რომ არაფერს გაახმაურებენ. დაზარალებულები ვერ ხვდებიან, რომ რეალურად ამ დროს მინიმუმს იღებენ იმასთან შედარებით რასაც სასამართლოში ჩივილით მიაღწევდნენ”.

„ჩვენ, პროფკავშირს, შეგვიძლია, ღირსეული კომპენსაციის მიღებაში მივეხმაროთ დაზარალებულებს, რაც შეიძლება, წლების განმავლობაში გადაუხადონ, მაგრამ ურჩევნიათ სწრაფი ზარალის ანაზღაურების მიღება ან რაიმე დანაპირები კომპანიისგან, მაგალითად, სამუშაო ადგილი ან ოჯახის წევრის დასაქმება.“

როგორც ნიკა კაკაშვილი ამბობს, ძირითადი პრობლემა ინდივიდუალური და კოლექტიური უსაფრთხოების ზომების დაცვაა.

კოლექტიურ საშუალებას ეკუთვნის სართულის პერიმეტრის გადაკეტვა — დარღვევად ითვლება სართულის შესაბამისი შემოღობვის ან უსაფრთხოების ბადის გარეშე დატოვება. იგივე ვრცელდება კიბის უჯრედებსა და ლიფტის შახტებზე — ყველგან, სადაც სიმაღლიდან ვარდნის საშიშროება არსებობს.

„როცა კოლექტიური ზომების დაცვა შეუძლებელია, აუცილებელია, მიმართონ ინდივიდუალური უსაფრთხოების ზომებს, მაგალითად, როცა მაღალ სართულზე მუშაობს ბეტონსაქაჩი და შეუძლებელია იმ სართულის შემოსაზღვრა, დასაქმებულებს უსაფრთხოების ღვედები უნდა ეკეთოთ“.

ხშირად ირღვევა ჩაფხუტის ტარების მარტივი ვალდებულებაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომებიდან ბევრი ინდივიდუალურია, მაინც დამსაქმებლის პასუხისმგებლობაა, დაამკვიდროს შესაბამისი მექანიზმი მათ შესასრულებლად. ზოგადი გულგრილობაა დასაქმებულის მიმართ. შემთხვევებიც რომ ხდება, ძირითადად დაბალი რგოლის მენეჯერია პასუხისმგებელი, მაგალითად, ბრიგადირი, რომელსაც მარტივად გამოცვლიან“.

დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაოს დაწყებამდე ან/და დასაქმებულთა სამუშაოზე დაშვებამდე მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება და მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები. (თამუნა ჩქარეული /OC Media)
ნებისმიერი სახის ხარაჩო და მასთან დაკავშირებული ყველა დეტალი უნდა იყოს დამზადებული მყარი და სათანადო მასალებისგან.
სიმაღლეზე მომუშავე ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი სწავლება, რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მოდულებს.
დამცავი მოაჯირი/მოაჯირები/სახელურები უნდა დამონტაჟდეს ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე
ხარაჩოები უნდა იყოს სწორად დაპროექტებული, ქარხნულად დამზადებული და მოვლილი, რათა გამოირიცხოს მათი ჩამოშლა ან შემთხვევითი გამოძრავება.
ხარაჩოების მოაჯირები უნდა იყოს 90-120 სმ-ის სიმაღლის. მოაჯირის ზედა ძელი უნდა უძლებდეს 5 სმ-ის დისტანციიდან არანაკლებ 90 კგ-ის მიწოლით დატვირთვას.
დამსაქმებელი ვალდებულია, შეიმუშაოს სამაშველო გეგმა.
დამსაქმებელი ვალდებულია, დარწმუნდეს იმაში, რომ დასაქმებულები სამუშაოს შესრულებისას მოქმედებენ კანონმდებლობის შესაბამისად.

სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

Related Articles

List is empty

Most Popular

Editor‘s Picks