fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

მოსაზრება | ფარული შიმშილი — კარს მომდგარი ეპიდემია

(მარი ნიკურაძე /OC Media)
​ნანა თაკვარელია სასურსათო უსაფრთხოების სპეციალისტია. ის Oxfam-ის სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობდა.

ბევრს მიაჩნია, რომ ქართული სამზარეულო არაჯანსაღია, ყველით, კარაქითა და ცხიმიანი ხორცით მომზადებული კერძები კი გულის შეტევისკენ პირდაპირი გზაა. სინამდვილეში, ქვეყანაში კვებითი პრობლემების მიზეზი ტრადიციული სამზარეულო არაა — უთანასწორობა, გრძელვადიანი პოლიტიკის არქონა და კვებითი გაუნათლებლობა საქართველოში ფარული შიმშილის საფუძვლებია.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიკვდილთა 91% არაგადამდები დაავადებებითაა გამოწვეული, რომლებიც ხშირად კვებით რაციონს უკავშირდება. ეს ბევრად დიდი მაჩვენებელია, ვიდრე ბევრ ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში. ამასთან ერთად, არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის მაჩვენებლები შემაშფოთებლად მაღალია.

ზრდაში შეფერხება ბავშვების დაახლოებით 11% პროცენტს აღენიშნება; სახელმწიფო არ აწარმოებს ჭარბწონიანობის სტატისტიკას, თუმცა კალორიების მიღების მზარდი საშუალო მონაცემი მიანიშნებს, რომ ეს საკითხიც პრობლემურია.

მოსახლეობის ყველაზე ღარიბი 5 პროცენტი ჯერაც იბრძვის საკმარისი კალორიების მისაღებად, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არა საჭმლის უკმარისობაა, არამედ ფარული შიმშილი.

შიმშილის გრძნობა სისტემატიურ შიმშილობასთან ასოცირდება, რაც საქართველოს აღარ ემუქრება. თუმცა ახლა საქართველოში შიმშილის ახალი, ნაკლებად თვალშისაცემი და აშკარა, სახეობა დამკვიდრდა. ფარული შიმშილი მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობაა — ადამიანებს არა საკვები, არამედ სწორი კვება აკლიათ, რასაც მოჰყვება ჯანმრთელობის შეუქცევადი და შემდეგ თაობებზე გადაცემული პრობლემები. ფარულმა შიმშილმა შეიძლება, გამოიწვიოს გულის დაავადებები, დიაბეტი, ანემია, სიმსივნე.

მაგალითად, მოსახლეობა დამოკიდებულია სახამებლიან საკვებზე, რომელშიც არასკამარისი რაოდენობითაა რკინა და ცილა, რაც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან ან მათი შემცვლელებიდან მოდის. ზოგადად, საკვების ათი რეკომდენებული ჯგუფიდან საქართველოში ადამიანები მხოლოდ ხუთს მოიხმარენ. ყველაზე ცუდი კი მოზარდებში ხილ-ბოსტნეულის მოხმარების ნაკლებობაა. ამ შემაშფოთებელმა ტენდენციამ შესაძლოა, ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები გამოიწვიოს.

კვების უკმარისობის მიზეზებს საქართველოში სტრუქტურული ბუნება აქვს. უთანასწორობა ამ შემთხვევაში საკვების რაობაზე ბევრად მნიშვნელოვანია. მრავალფეროვანი, დაბალანსებული კვება ფინანსურად ხელმისწავდომი და კულტურულად გამართლებული უნდა იყოს. საკვების წარმოება-მიწოდებისა და მოხმარების პოლიტიკის გადახედვა მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა.

Advertisements

წვდომა სურსათზე

საზოგადოების სტრუქტურული პრობლემები დიდ გავლენას ახდენს კვებაზე, რადგან განსაზღვრავს როგორც საკვების ხელმისაწვდომობას, ისევე მისი მოპოვების ფინანსურ და ფიზიკურ გზებს. ამიტომ ქვყენის ბაზარსა და ინფრასტრუქტურას გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს სწორი საკვების მიღებაში.

უპირველეს ყოვლისა, უთანასწორობა საკვების მიწოდებაში იკვეთება. საქართველოში მრავლადაა საცალო გამყიდველებიც და ბაზრებიც; ბევრია ისეთი ადგილი, სადაც ხალხი ძირითადად ბაზრებზეა დამოკიდებული, მაგალითად, მთიან რეგიონებში.

ეს არაფორმალური ბაზრები ხშირად ჯანსაღადაა მიჩნეული, რადგან ახალ და სეზონურ პროდუქტს ყიდიან და მთელი წლის განმავლობაში მრავალფეროვან საკვებს სთავაზობენ მომხმარებელს. თუმცა მრავალფეროვნების ნამდვილი მიზეზი შესაძლოა, გაკრვეული საკვების უკმარისობა იყოს, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში.

შორეულ სოფლებში ხალხი იძულებულია, საჭმლის მოსამარაგებლად მუნიციპალურ ცენტრებში ჩავიდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, საკვებს ავტომობილით დამტარებლებისგან ყიდულობენ, თუმცა მათი ფასები უფრო მაღალია, მიწოდება კი არასანდო.

ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული სირთულეებიდან გამომდინარე, ეს სოფლები გარკვეული საკვების უკმარისობას განიცდიან და იძულებუნი არიან, ერთფეროვნად იკვებონ.

ზამთრის პერიოდში 200-მდე მაღალმთიანი სოფელი ქვეყანას მოკვეთილია. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს კვების უკმარისობას — ამიტომ მაღალმთიან რეგიონებში 9-13% იღებს არასაკმარის საზრდოს მაშინ, როცა ეროვნული საერთო მაჩვენებელი 7%-ს უტოლდება.

ფინანსური ხელმისაწვდომობა

Oxfam-ის კვლევა აჩვენებს, რომ დაბალშემოსავლიანი ოჯახები საქართველოში ყველაზე ცუდად იკვებებიან, და საჭმლის ხარისხი ხშირად მის ფინანსურ ხელმისაწვდომობას ეწირება.

ასეთი ოჯახები ძირითადად სახამებლიანი საკვებით არსებობენ; ხორცი ან მისი შესაფერისი ალტერნატივები იშვიათობაა ფინანსური მიზეზების გამო. რაც უარესია, მოსახლეობის 14% სისტემატიურად სესხულობს ფულს საჭმლის საყიდლად ან მუდმივად განიცდის საჭმლის უკმარისობას.

ეს შეიძლება, აიხსნას საკვებზე გაწეული, არაპროპორციულად მაღალი, ხარჯით შემოსავალთან შედარებით. საშუალოდ, საქართველოს მოქალაქე შემოსავლის 50%-ს საკვებზე ხარჯავს მაშინ, როცა განვითარებულ ქყვენებში ეს მონაცემი 20%-ს არ აღემატება. ღარიბი ფენა შემოსავლის 65% საკვებზე ხარჯავს, საკვების ფასები იზრდება, უმრავლესობის შემოსავალი კი იგივე რჩება.

ფერმერები რისკის ქვეშ

მცდარი თვალსაზრისით, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს უკეთესი რაციონი აქვთ, რადგან საკვებს თავად ზრდიან.

მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი წვრილ მეურნეობაშია ჩაბმული და ხშირად არ აქვს წვდომა მუდმივ შემოსავალზე. მიუხედავად იმისა, რომ თვითგადარჩენისთვის საკმარისი საკვები მოყავთ, მათი მდგომარეობა საკმაოდ მერყევია. მოსავალი შეიძლება, გვალვამ, წყალდიდობამ, მცენარეთა ან ცხოველთა ავადმყოფობამ, ოჯახის წევრის ჯანმთრელობის მდგომაროებამ შეიწიროს. სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, შეზღუდული დაზღვევის პირობებში (მაგალითად, როცა დაზღვევა არ ფარავს სეტყვით ან ყინვით მიყენებულ ზარალს მაღალი რისკის პერიოდებში), ოჯახები ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში ხვდებიან.

მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო სადაზღვეო ბაზარს ასუბსიდირებს და რეგულაციებს უწესებს, საქართველოში ფერმერები არასტაბილურ თავისუფალ ბაზარზე არიან დამოკიდებულები.

მეურნეობაში ჩაბმული დიდი ოჯახებიც, როგორც წესი, შეზღუდული სახეობის საკვებს იღებენ, სეზონურად კი არჩევანი კიდევ უფრო მცირდება. ამით შეიძლება, აიხსნას საკვებთან დაკავშირებული დაავადებები ბავშვებში, რომლებიც სოფლად უფრო გავრცელებულია.

ამგვარად, სოფლის მეურნეობა ოჯახისთვის სარისკო და არაპროგნოზირებადია, და არ წარმოადგენს სათანადო საზრდოს მოპოვების წყაროს.

ინფორმაციის ნაკლებობა

საკმარისი პროდუქტის ხელმისაწვდომ ფასად და ხელსაყრელ ადგილას არსებობის შემთხვევაშიც კი, შესაფერისი განათლების გარეშე, არასწორი კვება პრობლემად დარჩება. თუნდაც არსებული რესურსებიდან, ანუ ხელმისაწვდომი საკვებიდან, სწორის შერჩევის არცოდნა შემაფერხებელი ფაქტორია.

Oxfam-ის ეროვნული კვებითი კვლევის მიხედვით, იმ ოჯახებშიც კი, სადაც ადამიანები 10 რეკომენდებული საკვები ჯგუფიდან 5-ს მაინც იღებენ, ქალები ნაკლებ საკვებს მოიხმარენ. ბავშვებს ცილებით და რკინით მდიდარი საკვები აკლიათ. ქართულ ოჯახებში ეს გავრცელებული ტენდენციაა, რაც კვლავ მიუთითებს ინფორმაციისა და განათლების არარსებობაზე, როგორც მშობლებში, ისე მოზარდებში.

კომპლექსური გადაწყვეტა

ამ სისტემურ პრობლემებთან საბრძოლველად ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს კვების სისტემის ყველა მხარე. არასაკმარისი კვების პრობლემა რამდენიმე სექტორიდან მომდინარეობს, ამიტომ გადაწყვეტაც ყველა სექტორში ერთდროულად უნდა მოხდეს.

ერთიანი სურათის დანახვა მნიშვნელოვანია შეცდომების ასაცილებლად, როგორიცაა, მაგალითად, შიმშილის აღმოფხვრის სურვილით წაქეზებული ჭარბწონიანობა.

აქედან გამომდინარე, არსებითია სამინისტროთა შორის თანამშრომლობა, რადგან შესაფერისი გადაწყვეტილებები ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა უნდა მიიღონ.

ამ საკითხს საფუძვლად უდევს სოციალური უთანასწორობა და ხელისუფლების მზაობა, უპასუხოს მარგინალიზირებული და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს. პოლიტიკამ მიზნად უნდა დაისახოს საკვების არსებობა და ხელმისაწვდომობა, ფერმერთა დაცვის სტრატეგიები, ინვესტიციები სოფლის ინფრასტუქტურასა და საწყობებში, უნდა წაახალისოს ადგილობრივი წარმოება და საგანმანათლებლო პროგრამები სწორ კვებაზე. ამ სექტორებში გატარებული ცვლილებები ერთმანეთს უნდა აძლიერებდეს და არა ჩრდილავდეს.

ეკონომიკური განვითარება კვების ხარჯზე არ უნდა მიმდინარეობდეს. მაგალითად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ინვესტიცია ჩადოს არა მხოლოდ მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე, არამედ მრავალფეროვანი შემადგენლობის საკვებ პროდუქტში. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა საკითხია, რადგან მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი თავს მეურნეობით ირჩენს.

ზოგიერთი გადაწყვეტა სასურსათო უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტში განიხილება. ინიციატივა პარლამენტში BRIDGE — ინოვაციისა და განვითარების ორგანიზაციამ (ოქსფამის დაარსებული ორგანიზაცია) და მისმა მხარდამჭერებმა შეიტანეს. კანონპროექტის პირველადი ვერსია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსთან (GAARD) ერთადაა შემუშავებული, თუმცა ხელისუფლება განხილვას ჯერაც აჭიანურებს.

ადამიანურ საზღაურთან ერთად, მნიშვნელოვნად აკნინებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, რადგან იკლებს ჯანსაღი სამუშაო ძალა და იზრდება სამედიცინო ხარჯები.

თუკი ხელისუფლება არ გასცდება მოკლევადიან ეკონომიკურ გეგმებს და ფართოდ არ განიხილავს თანასწორი საზოგადოებების შექმნის, ინვესტიციების სათანადო მართვისა და ადგილობრივი გარემოების დაცვის საკითხებს, რთული იქნება არასწორ კვებასთან, არაგადამდებ დაავადებებთან და სიღარიბესთან დაპირისპირება.

Right now, online media in Georgia is in dire need of safety equipment, legal support, and technology as we cover increasingly challenging circumstances. Support small, independent media outlets in Georgia via our collective fundraiser.

Interested in directly assisting OC Media? Consider becoming a member.