
კვება
მოსაზრება | ფარული შიმშილი — კარს მომდგარი ეპიდემია
ბევრს მიაჩნია, რომ ქართული სამზარეულო არაჯანსაღია, ყველით, კარაქითა და ცხიმიანი ხორცით მომზადებული კერძები კი გულის შეტევისკენ პირდაპირი გზაა. სინამდვილეში, ქვეყანაში კვებითი პრობლემების მიზეზი ტრადიციული სამზარეულო არაა — უთანასწორობა, გრძელვადიანი პოლიტიკის არქონა და კვებითი გაუნათლებლობა საქართველოში ფარული შიმშილის საფუძვლებია. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიკვდილთა 91% არაგადამდები დაავადებებითაა გამოწვეული, რომლებიც ხშირად კვებით რაციონს უკა