
აფხაზეთი
უმუშევრობა გალის რაიონში
აფხაზეთის აღმოსავლეთით, გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, დასაქმების მწვავე პრობლემა დგას. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნეპოტიზმმა და დისკრიმინაციამ, როგორც პირდაპირმა, ასევე — ირიბმა, ის კიდევ უფრო გაზარდა. ამის ფონზე ზოგი სამუშაოს საძიებლად სოხუმში მიდის და საფრთხისშემცველ მშელებლობებზე იწყებს მუშაობას, ზოგი კი უკეთესი ცხოვრების ძიებაშია. მძიმე და აუტანელი — ასე აღწერენ თავიანთ ცხოვრებას გალელი ქართველები. 1992–1993 წლებში ომს ბევრი გამოექცა, თუმცა მისი