„ყველას ბრონქიტი გვაქვს“ — ტყიბულელი მეშახტეების გაშავ
ტყიბულში შახტების ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ მათ მეშახტეებს პროფესიული დაავადებები აწუხებთ. თავად მეშახტეები საწინააღმდეგოს გვიყვებიან. მინდელის შახტის ყოფილი მეშახტე, 65 წლის ამირან ბოჭორიშვილი, 2020 წლის 21 ივლისს დირექტორის კაბინეტში შევიდა და პროტესტის ნიშნად მაჯაზე თვითდაზიანებები მიიყენა. 300 მეტრის მიწის ქვეშ 40-წლიანი მუშაობის შემდეგ საქნახშირის ადმინისტრაციამ მას მიწისზედა პოზიციაზე დასაქმება შესთავაზა, რასაც ბოჭორიშვილი არ დათანხმდა, რადგან კომპანიამ შრომითი ანაზღაურება 900-დან 30