ინტეგრაცია სოფლით იწყება
ახალგაზრდებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო ცენტრების ქსელი, რომელსაც თავადვე ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ, ხელს უწყობს ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური აზერბაიჯანელების წინაშე არსებული ბარიერების გადალახვას. პატარა სოფელ მოლაოღლუში, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, ადგილობრივი მოსწავლეებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სივრცე არსებობს. ხუთი წლის წინ არიზ დაშდემირლიმ, 29 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ქართული ენის მასწავლებელმა, აქ თავისი სახლის ნაწილი საგანმანათლებლო ცენტრად გადააკეთა, სა