Media logo
კორონავირუსი

Datablog | პანდემიის დროს უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს ჯანმ

Datablog | პანდემიის დროს უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს ჯანმ

კორონავირუსის პანდემიამ აშკარად დააზიანა ხალხის ჯანმრთელობა, თუმცა „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის ახალი მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას უფრო კარგად აფასებენ, ვიდრე — წინა წლების გამოკითხვებში.

2019 წელს მოსახლეობის მხოლოდ 35% აფასებდა თავის ჯანმრთელობას კარგად. გასულ წლებში, ეს მაჩვენებელი იცვლებოდა, თუმცა ყველაზე დიდი ცვლილება 2013-2014 წლებში მოხდა, როდესაც ეს მაჩვენებელი 41%-დან 30%-მდე შემცირდა. 

ამის საპირისპიროდ, 2019 და 2020 წლების გამოკითხვებს თუ შევადარებთ, ადამიანების წილი, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას კარგად აფასებს, თითქმის გაორმაგდა — 35% -დან 65%-მდე გაიზარდა.

პანდემიის ფონზე, ეს ბადებს კითხვას: რატომ აფასებენ ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას უფრო დადებითად? 

ერთი ახსნა შეიძლება, იყოს ის, რომ ხალხი საკუთარ ჯანმრთელობას სხვებთან მიმართებაში უყურებს ისევე, როგორც ეს მატერიალური სიმდიდრის შემთხვევაში ხდება. ამას ამყარებს ის ფაქტი, რომ რეგრესიაში დემოგრაფიული ცვლადების, მაგალითად, ასაკისა და სქესის, გაკონტროლების შემდეგ, ადამიანები, რომლებსაც თავად ან მათი ოჯახის წევრებს ჰქონდათ კორონავირუსი, 16% ნაკლები ალბათობით აფასებდნენ საკუთარ ჯანმრთელობას კარგად.

ეს გამოკითხვა ასევე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიგოთ, რომელი ჯგუფები აფასებენ საკუთარ ჯანმრთელობას კარგად. მონაცემები აჩვენებს, რომ მამაკაცები 2019 წელთან შედარებით 7%-ით უფრო მეტი ალბათობით აფასებენ ჯანმრთელობას კარგად, ვიდრე — ქალები. 35-54 წლამდე ასაკის ადამიანთა წილი, რომლებიც აცხადებენ, რომ კარგი ჯანმრთელობა აქვთ, 2019 წლის შემდეგ 37%-ით გაიზარდა; 18-34 წლის ადამიანებში 28%-ით, ხოლო 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში 31%-ით. პროფესიული განათლების მქონე ადამიანების წილი, რომლებიც კარგად აფასებენ ჯანმრთელობას, 2019 წელთან შედარებით, 37%-ით გაიზარდა, საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე პირთა წილი — 29%-ით. ჯანმრთელობის აღქმის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა დასახლების ტიპის მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ფონზე საკუთარი ჯანმრთელობის შეფასება შეიცვალა, მონაცემები ამტკიცებს, რომ მამაკაცები უფრო ჯანმრთელად გრძნობენ თავს, ვიდრე — ქალები. ახალგაზრდები უფრო კარგად აფასებენ საკუთარ ჯანმრთელობას, ვიდრე — ხანდაზმულები. ასევე, სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებთან შედარებით, დედაქალქქში მცხოვრებნი უფრო ჯანმრთელად გრძნობენ თავს. ისინი, ვისაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, რაც, ჩვეულებრივ, შემოსავლის უფრო მაღალ დონეზე მიუთითებს, აცხადებენ, რომ თავს უფრო ჯანმრთელად გრძნობენ, ვიდრე ისინი, ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვთ.

ერთი შეხედვით, „კავკასიის ბარომეტრი 2020″-ის მონაცემები დაბნეულობას იწვევს: როგორ შეიძლება, ხალხი საკუთარ ჯანმრთელობას უფრო კარგად აფასებდეს პანდემიის პირობებში? თუმცა, როცა მათი ჯანმრთელობის შეფასება იმ პაციენტებთან შედარებით ხდება, ვისაც კორონავირუსი ჰქონდა, ხალხი შედარებით უფრო ჯანმრთელად გრძნობს თავს. 

მონაცემების თანახმად, აღქმული ჯანმრთელობის გაუმჯობესება საზოგადოების ყველა სეგმენტში შეინიშნება, თუმცა სხვადასხვა ხარისხით. ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ ჯანმრთელობის უთანასწორობა კვლავ სახეზეა.

შენიშნვა: ამ ბლოგში  გამოყენებული მონაცემების სანახავად ეწვიეთ ამ ვეგ-გვერდს. რეგრესიის მოდელი აკონტროლებს ეთნიკურ კუთვნილებას (ქართველი ან უმცირესობა), ასაკს (18-34, 35-54, 55+), სქესს (ქალი და მამაკაცი), სიმდიდრეს (სავარაუდო გრძელვადიანი მოხმარების საქონლის რაოდენობის მიხედვით), დასახლების ტიპს (თბილისი, სხვა ქალაქები, სოფლები), განათლების დონეს (საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი) და დაუდასტურდათ თუ არა რესპონდენტებს ან მათი ოჯახის წევრებს COVID-19.

სტატიის ავტორები არიან CRRC-საქართველოს პროგრამების დირექტორი ქრისტინე ვაჭარაძე და CRRC-საქართველოს კვლევების დირექტორის მოადგილე დასტინ გილბრეტი. სტატიაში აღწერილი შეხედულებები არ ასახავს ორგანიზაციის შეხედულებებს. 

Related Articles

Datablog | საქართველოში იმუნიზაციის კუთხით უთანასწორობის პრო
ვაქცინაცია

Datablog | საქართველოში იმუნიზაციის კუთხით უთანასწორობის პრო

V

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საქართველოში იზრდება, მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინაციაზე წვდომა განსხვავებულია სხვადასხვა ჯგუფებს შორის. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების სწრაფად და დროულად ჩატარება პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. საყოველთაო იმუნიზაცია სიცოცხლეს უამრავ ადამიანს შეუნარჩუნებს და ეკონომიკის დროულად გახსნას შეუწყობს ხელს. თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აცრებზე ხელი ყველას თანაბრად არ მიუწვდება. მდიდარმა ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობის

Datablog | საქართველო აცრებისადმი ნდობის მხრივ მსოფლიოში ერთ?
ვაქცინები

Datablog | საქართველო აცრებისადმი ნდობის მხრივ მსოფლიოში ერთ?

V

იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსის აცრის სარგებელში ვერ არწმუნებს, გამოკითხვის მონაცემები მიგვითითებენ, რომ პრობლემის ერთერთი წყარო შესაძლოა, პოლიტიკური შეხედულებები იყოს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაცია ვირუსის კონტროლის ერთადერთი ეფექტური ხერხია. ამასთან, მოსახლეობის ვაქცინებისადმი უნდობლობამ, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „უპრეცედენტო გამოწვევა“ უწოდა, მასობრივი აცრების მცდელობებს შესაძლოა, ძირი გამო

„რადიო მარნეულის“ თანამშრომლები. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.
კორონავირუსი

უსასრულო იზოლაცია „რადიო მარნეულისთვის“

V

„რადიო მარნეული“ წლების განმავლობაში უგულებელყოფილი იყო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. წელს მარნეულის ჩაკეტვის დროს ამ დამოკიდებულებამ საშიში ინფორმაციული ვაკუუმი შექმნა.  2020 წლის მარტში ხელისუფლებამ მარნეულის მუნიციპალიტეტი ჩაკეტა, ტერიტორიაზე შესვლისა და მისი დატოვების უფლების გარეშე. რეგიონი, სადაც ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი უმცირესობები ცხოვრობენ, პანდემიის წინა ხაზზე აღმოჩნდა და ერთერთი ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო.  სამ ენაზე მომუშავე მცირე დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „რადიო

16 წლის ხატია თურმანიძე, კლასელების მსგავსად, მობილური ინტერნეტით სარგებლობს. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.
განათლება

იები მეგაბაიტების სანაცვლოდ: ონლაინ სწავლების გამოწვევ

V

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მსხვილ ქალაქებში და აჭარის რეგიონში სწავლება სრულად ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. მაგრამ  ინტერნეტზე წვდომის პრობლემამ მაღალმთიანეთში, ისევე, როგორც მასწავლებლებსა და ოჯახებზე ფინანსურმა ტვირთმა, ბევრი მოსწავლე განათლების სისტემის მიღმა დატოვა. ლადო აფხაზავა სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, რომელიც 2019 წელს Global Teacher Prize-ის  ფინალისტებში გავიდა. წელს კი ლადო ქოთნის ყვავილებს ყიდის, რათა მოსწავლეებისთვის ინტერნეტის თანხა შეაგროვოს. 

Most Popular

Editor‘s Picks