fbpx

აფხაზეთში მიწის ნაკვეთების შესაწამლად გაგზავნილი ქართული დახმარება გაუჩინარდა

13 November 2017
(ნინო გოგუა /OC Media)

მავნებელმა მწერმა — აზიურმა ფაროსანამ — მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონში მოსავალი გაანადგურა. საქართველოს მთავრობამ აფხაზეთში დახმარება გაგზავნა, მაგრამ გალის რაიონის მაცხოვრებლებამდე პესტიციდები, რომელსაც, შესაძლოა, მათი საარსებო წყარო შეენარჩუნებინა, არ მისულა.

[სტატია ინგლისურ ენაზე — Read in English]

[სტატია რუსულ ენაზე — Читайте на русском]

მავნებელი მწერი

ყავისფერი, მარმარილოსებრი აზიური ფაროსანა პირველად 2015 წელს დასავლეთ საქართველოში გამოჩნდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანი თხილის მოსავალს 2016 წლამდე არ მიყენებია. მავნებელი მწერი ამჟამად სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთსა და აფხაზეთშია გავრცელებული.  ის ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, შენიშნეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ მესხმა, OC Media-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ გასულ წელს ფაროსანამ საქართველოს სოფლის მეურნეობას 50.000.000 დოლარის ზარალი მიაყენა.  მიმდინარე წლის ზარალი ჯერ დათვლილი არ არის, თუმცა, როგორც მესხი ამბობს, პრობლემა ძალიან სერიოზულია. თითოეული მწერი თავისი არსებობის განმავლობაში 300-ზე მეტი მცენარით იკვებება, შეუძლია შორ მანძილზე ფრენა და ძალიან სწრაფად მრავლდება, რადგან თითოეული დაახლოებით 250-მდე კვერცხს დებს.

განადგურებული მოსავალი გალის რაიონში

ერთერთი ფერმერი გალიდან თავის გაფუჭებულ მოსავალს გვაჩვენებს (ნინო გოგუა /OC Media)
ერთერთი ფერმერი გალიდან თავის გაფუჭებულ მოსავალს გვაჩვენებს (ნინო გოგუა /OC Media)

აფხაზეთის აღმოსავლეთით, გალში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, მოსავალი იმდენად გაფუჭდა, რომ ბევრმა ფერმერმა, როგორც კი ცუდი ხარისხის თხილი შეამჩნია, მასზე მუშაობა შეწყვიტა.

ადგილობრივი მოსახლეობა OC Media-სთან საუბრისას ყვება, რომ გალის დაბალი ზონის სოფლებში მოსავალი იმდენად უვარგისი იყო, ერთი ჯანსაღი თხილის პოვნაც კი გაუჭირდათ. გალის მაღალი ზონის სოფლებში კი, მაშინ, როცა ფერმერები ორ ტონა მოსავალს ელოდებოდნენ, დაახლოებით 150-200 კილოგრამამდე მიიღეს.

Advertisements

აქამდე ხუთ-ექვს ტონა მოსავალს ვაგროვებდით ხოლმე. ახლა კი თხილი ჩურჩხელისთვისაც კი აღარ შეგვრჩა და კიდევ ბოსტნეულისა და ხილის გარეშეც დავრჩით. მამაჩემი ამბობდა, თუ მომშივდება, ჩემს სახლსა და მთელს ჩემს ქონებას ერთ ნატეხ პურზე გავყიდიო. ვშიშობ, ეს დრო გვიახლოვდება“, — ამბობს OC Media-სთან სოფელ ჭუბურხინჯის ერთერთი მცხოვრები, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა. ის ასევე ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ახლა მისი ოჯახისთვის საკვების საყიდლად და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესანარჩუნებლად გზების ძიებაა.

დახმარება, რომელიც არ ჩასულა

(ნინო გოგუა /OC Media)

სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების შესაწამლად გალსა და აფხაზეთის სხვა რაიონებში, ისევე, როგორც ეს განხორციელდა დასავლეთ საქართველოში, საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უფასო დახმარება გაგზავნა. გაგზავნილი იყო ინსექტიციდები და სხვა მასალა, რომელიც მოსავლის შესაწამლად იყო განკუთვნილი.

დახმარება თბილისიდან აფხაზეთში საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ჯგუფმა — „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ — შეიტანა, რომელიც საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და ამჟამად აფხაზეთში რამდენიმე ოფისიც აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო აფხაზეთის ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, პესტიციდების არაპირდაპირი გზით შეტანა გახდა საჭირო. თუმცა, არათუ ამ დახმარების, არამედ ზოგადად, მისი არსებობის შესახებ, გალელ ფერმერებამდე ინფორმაციაც კი არ მისულა.

სოფელ საბერიოს მკვიდრი, თამაზი (სახელი შეცვლილია), იხსენებს, როგორ მივიდა მასთან ზაფხულში მეზობელი და სთხოვა, ხელი მოეწერა ფურცლისთვის, თითქოს მისი მიწის ნაკვეთი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილი შესაწამლი საშუალებებით იყო დამუშავებული.

მე უარი ვუთხარი, რა თქმა უნდა, მაგრამ შეგიძლიათ, ადვილად მიხვდეთ, რომ ჩემიარა“ მას ხელმოწერის გაყალბებაში ხელს არ შეუშლიდა”, — უთხრა თამაზმა OC Media-.

თამაზი თბილისიდან გამოგზავნილი დახმარებით კმაყოფილია, თუმცა ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, მთავრობას გაეკონტროლებინა, საბოლოოდ მიიღეს თუ არა დახმარება ადრესატებმა.

ჭუბურხინჯის კიდევ ერთი მცხოვრები, გივი (სახელი შეცვლილია), ამბობს, რომ მისი მიწის ფართობის დამმუშავებელი არავინ გამოჩენილა და აგრეთვე აღნიშნავს, რომ მთელს რაიონში ერთი ადამიანიც არ ეგულება, ვისი მიწის ნაკვეთიც პესტიციდებით იყოს შეწამლული.

არ ვიცოდი, თუ ასეთი დახმარება იყო გამოგზავნილი ჩვენთვის; ახლა გავიგე თქვენგან. ვფიქრობ, უმრავლესობამ საერთოდ არაფერი იცოდა ამაზე. სხვათა შორის, არ მიკვირს ეს ამბავი, რადგან ყველა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს ამ ქვეყანაში, იპარავს; ეს ყოველთვის ასე იყო და ასეც გაგრძელდება“, — ამბობს ის OC Media-სთან საუბრისას.

გალელებმა OC Media- ისიც უთხრეს, რომ მთავრობისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გამოგზავნილი მათთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება ხშირად იკარგება. მათივე თქმით, მას ან ყიდიან ან თავის მეგობრებსა თუ ახლობლებს უნაწილებენ.

პასუხი

(ნინო გოგუა /OC Media)

რიჩარდ მაქსფილმდა, რომელიც ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროს მრჩეველია ორგანიზაციაში „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“, OC Media- განუცხადა, რომ ისინი ამ საკითხზე ინფორმირებულნი არ იყვნენ. მისი თქმით, მათ პასუხისმგებლობაში არ შედიოდა კონტროლი, მოსახლეობამ დახმარება მიიღო თუ არა.

ჩვენ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დახმარება ჩავიტანეთ აფხაზეთში და იქ გალის ადგილობრივ მთავრობას ჩავაბარეთ, მაგრამ ეს დახმარება გალის რაიონის გარდა, აფხაზეთის სხვა რაიონებზეც უნდა განაწილებულიყო, რადგან მათთვისაც იყო განკუთვნილი“, — გვითხრა მან.

ინფორმაციას გაგზავნილი დახმარების ბედზე არც საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ფლობდნენ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა დამოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“- მეტი დეტალებისთვის OC Media- კითხვებით მიმართა, თუ რა ღირებულების პესტიციდები გაიგზავნა, რომელი რაიონებისთვისა და სოფლებისთვის იყო ის განკუთვნილი, თუმცა სააგენტომ გვიპასუხა, რომ ჩამოთვლილი კითხვებითმოძრაობა შიმშილის წინააღდეგ“- უნდა მივმართოთ. ამ უკანასკნელმა კი გვითხრა, რომ ზემოთ ჩამოთვლილზე ვერ გვიპასუხებდნენ, რადგან ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომენტარზე უარი გვითხრა.

ამგვარად, რჩება კითხვავინ არის გამქრალ დახმარებაზე პასუხისმგებელი?

ცხოვრების გაუსაძლისი პირობები გალში

გალში მცხოვრებთათვის ეს კიდევ ახალი დარტყმაა. OC Media-სთან ბევრმა ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ ამჯობინეს მათ რთულ პირობებში ცხოვრება.

იმ უაზრო ომის შემდეგ ჩვენი ცხოვრება აქ არაა ისეთი, როგორიც ადრე იყო. ახლა ჩვენ უბრალოდ ვარსებობთ აქ. მაგრამ დავბრუნდით, რადგან საქართველოშიც არ იყო უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა. რა უნდა გაგვეკეთებინა იქ? ამიტომაც ვარჩიეთ საკუთარ სახლებში გვეტანჯა. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცით, რა ვქნათ. მოსავლის გარეშე ხალხი თავს ვერ გაიტანს. ადრე, მთავრობა იყო ჩვენ წინააღმდეგ, ახლაბუნება“, — ამბობს ეთერი (სახელი შეცვლილია).

გალელები აგრეთვე ამბობენ, რომ ისინი აფხაზური მთავრობისთვის დახმარების თხოვნას მიჩვეულნი არ არიან, რადგან მათგან რაიმე სახის დახმარება არც არასდროს მიუღიათ.

ნანი (სახელი შეცვლილია) OC Media- უყვება, რომ მისი ორი გოგონა უკვე სტუდენტია, ვაჟი კი სკოლას წელს ამთავრებს. ნანის იმედი ჰქონდა, რომ წლევანდელი მოსავალი 17 წლის შვილის საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად დაეხმარებოდა.

მას პროფესიაც კი ჰქონდა უკვე არჩეული და ისეთი მოტივირებული იყო. არ ველოდი, ასეთი რაღაც თუ მოხდებოდა. საერთოდ არ ჰქონდა წელს ჩვენს მოსავალს ხარისხი“, — ამბობს ის.

ნეგატიური პროგნოზები

(ნინო გოგუა /OC Media)

სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას დამარცხების შანსებზე არც ისე დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს. ნიკოლოზ მესხი OC Media-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ აზიური ფაროსანა 2000 წელს ამერიკის მხოლოდ ერთ შტატში გამოჩნდა, თუმცა ის დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

ის აგრეთვე ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში მოსავლის განადგურება მხოლოდ აზიური ფაროსანას მიზეზით არ არის გამოწვეული. მისი თქმით, ბოლო ორ წელიწადს დაფიქსირებულმა ძლიერმა წვიმებმა ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების პროვოცირება გამოიწვია.

როდესაც ექსპერტებმა სამეგრელოში თხილის კონკრეტული არეალი შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალი მხოლოდ 5%— შეადგენდა. როდესაც ნალექიანობა მაღალია, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამიტომ არის აუცილებელი ამ ორგანიზმების წინააღმდეგ პესტიციდების გამოყენება“, — ამბობს მესხი.

რამდენიმე თვეში მწერი სახლებში გამოიზამთრებს. ახლა შემოდგომაა და მათი უმრავლესობა უკვე გალის რაიონის მაცხოვრებელთა სახლებში, მის გარეთ და ირგვლივ გადაადგილდებიან.

სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდისა თუ OC Media-ს შეხედულებებს.