ხატია ქარდავა, 28 წლის. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“
როცა ომი დაიწყო, სამწლინახევრის ვიყავი. ძალიან ცოტა რამ მახსოვს, თუმცა ამ თემაზე არც შეკითხვების დასმა მიყვარს მაინცდამაინც, რადგან მტკივნეულია. დროთა განმავლობაში, მოგონებები ბურუსმა მოიცვა — არ ვიცი, რა არის ნამდვილი მოგონება და რა — ფოტოებიდან, ვიდეოებიდან მიღებული შთაბეჭდილებები.
მე, დედა და მამა სოხუმში ვცხოვრობდით. დედასთან ომზე არ ვსაუბრობ. როცა ბებიას ვსტუმრობ, იქ ვლაპარაკობთ ხოლმე ამაზე. ომი რომ არ ყოფილიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მამა ცოცხალი იქნებოდა.
მამა სამხედრო პოლიციაში მუშაობდა. ომი რომ დაიწყო, ფრონტზე გავიდა. დაჭრეს, მაგრამ ჩემს ბიჭებს იქ როგორ დავტოვებო, თქვა და დაბრუნდა უკან.
33 წლის იყო, როცა დაიღუპა. ვიცი, რომ გამორჩეულად დადებითი პიროვნება იყო. ძალიან დადებითად ახასიათებენ, მგონი არამხოლოდ იმის გამო, რომ მკვდრებზე ცუდს არ ამბობენ. წარმომიდგენია, რომ რაღაცნაირი სხივი ჰქონდა.
ომის შემდეგ
მე, დედა და ბებია თვითმფრინავით გადმოვფრინდით. დაახლოებით ერთ წელიწადი რუსთავში ვცხოვრობდით, საერთო საცხოვრებელში. მეორე ბებია სამეგრელოში წავიდა. როცა გვიჭირდა, სოფლის ნობათით გვამარაგებდა.
ომის შემდეგ ბევრი ადამიანი მოსკოვში წავიდა, მათ შორის ჩვენი ნათესავები. მამიდებმაც მოგვკიდეს ხელი და იქ წაგვიყვანეს.
ალბათ ფსიქოლოგიური მომენტია და ტვინი ცუდ მოგონებებს შლის. როცა აფხაზეთიდან დევნილი მეგობრები წერენ, თუ როგორ ცხადად ახსოვთ პურის რიგები, მიკვირს, რადგან ჩემი მეხსიერებიდან ეს ყველაფერი წაშლილია.
თბილისში რომ ჩამოვედით, დაახლოებით 7 წლის ვიყავი. მაშინ თბილისში ალბათ შედარებით იაფი იყო ბინები. მოსკოვიდან რომ ჩამოვედით, ბინა ვიყიდეთ მთაწმინდაზე.
მომთხოვნი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. მეუბნებოდნენ, როგორ არაფერი გინდაო. არ ვითხოვდი, როცა შესაძლებლობა არ იყო.
მე შედარებით გამიმართლა — იყო ასეთი პროგრამა, საქართველო-იტალიის მეგობრობის ასოციაცია, რომელიც ომში დაღუპული მამების შვილებს იტალიაში აგზავნიდა. იქ სულ სხვა სამყარო დამხვდა. ფერადი ბავშვობა მქონდა და დევნილობის სიდუხჭირე მაინცდამაინც არ მიგრძვნია.
ძალიან დიდი კონტრასტი იყო, იქ არაფერი მაკლდა. 6 წლის გამავლობაში ყოველ ზაფხულს დავდიოდი იტალიაში.
„რომ შემეძლოს, აუცილებლად ჩავიდოდი“
მამიდაჩემი ახერხებს ხოლმე უკან ჩასვლას. ქმარი ეროვნებით აფხაზი ჰყავს. ჩადიან და სასაფლაოს აკითხავენ. ჩვენ აღარ გვაქვს იქ ჩასვლის და სახლის ნახვის საშუალება. პრინციპში, აღარც არის სახლი. რომ შემეძლოს, აუცილებლად ჩავიდოდი.
ომი რომ არ ყოფილიყო, ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა. უფრო სრულყოფილი ოჯახი მექნებოდა — მამა გვერდით მეყოლებოდა. ახლა ძალიან დიდი დანაკლისი მაქვს ცხოვრებაში.
მიუხედავად ყველაფრისა, ვერ აღვიქვამ აფხაზებს, როგორც „მათ“ და „ჩვენ“. არ ვიცი, რატომ არის ასე. ომში ძალადობა ყოველთვის ბევრია. სამწუხაროდ, ადამიანები თვითნებურად ძალადობენ, ფრონტის ორივე მხარეს და მგონი, ამას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. არ მაქვს წყენა. მშვიდობის გზების ძიებაა საჭირო, საზოგადოების გააქტიურება.
აფხაზების მიმართ ბრაზი არ მაქვს. არც ნოსტალგიური და მელანქოლიური დამოკიდებულება მაქვს აფხაზეთზე. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი რამ არ მახსოვს. ბებია იმ დროს ძალიან ცუდად იხსენებს. იქ ჩარჩნენ და ტყეებში შემორჩენილ სიმინდს ჭამდა.
ლომის წვლილი რა თქმა უნდა რუსეთს მიუძღვის, მაგრამ შეცდომები ყველამ დავუშვით. ჩვენც უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები. საქართველო იმ დროს ძალიან ახალგაზრდა სახელმწიფო იყო, რომელსაც ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონდა. ბევრ ანკესზე წამოვეგეთ. აფხაზებიც არიან დამნაშავენი, რახან აქამდე მოვედით — ალბათ ფსევდონაციონალიზმის, ან რუსული პროპაგანდის შედეგი იყო.
დასანანია, რომ ასე მოხდა. ლამაზი ადგილი იყო აფხაზეთი.
აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თბილისში ყოველწლიურად ასობით პაციენტი ჩამოდის უფასო ჯანდაცვის სერვისების მისაღებად, რომლებსაც მათ საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს. თუმცა მას შემდეგ, რაც მთავრობამ დიაგნოსტიკის ხარჯების დაფინანსება შეწყვიტა, პროგრამის წარმატება საფრთხის წინაშე დადგა. პრობლემას ამძიმებს ადამიანების დაბალი ინფორმირებულობა პროგრამის შესახებ და წინააღმდეგობა, რომელსაც პაციენტები ცხინვალისგან აწყდებიან.
„როცა ჩამოვედი, არ ვიცოდი, ქართველებისგან როგორ რეაქციას მივიღებდი”, — ამბობს გ
ტერიტორიული მთლიანობა საქართველოში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ყოველთვის ერთერთ მთავარ ეროვნულ საკითხად სახელდება. 2019 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში სოხუმთან და ცხინვალთან კომპრომისის მომხრეა.
საქართველოს მოსახლეობისთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჯერ ისევ მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ჩანს, მისი სიმწვავე იკლებს. 2009 წელს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხ
უკვე ათ წელზე მეტი გავიდა აგვისტოს ომის და ოცდაათი წელი საქართველოს პირველი ტერიტორიული კონფლიქტების შემდეგ. თუმცა ამ თემაზე დისკუსია მაინც უცვლელი რჩება. ჩიხიდან გამოსასვლელად საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ ამ კონფლიქტზე თავისი ხედვა და საუბარი უნდა შეცვალოს.
ვინ დაიწყო სამხრეთ ოსეთში ომი 2008 წლის აგვისტოში?
12 წლის შემდეგადაც აგვისტოს ომი სამხრეთ ოსეთში ამ კითხვას ვერ ცდება. როცა ადამიანები დღემდე ომის მსგავს სიტუაციაში ცხოვრობენ აგვისტოში ომი რომელმა გასროლამ დაიწყო ისეთი მნიშვნე
67 წლის ნონა ბუკია აფხაზეთის საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში ცხოვრობს. უკვე 11 წელია, რაც „სოხუმის ფონდის“ ხურჩას ფილიალის ხელმძღვანელია. ფონდის ძირითადი მიმართულება ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობაა. ეს უკანასკნელი, ნონას აზრით, პირდაპირ კავშირშია სიდუხჭირესთან, რომელიც სოფელში განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც სამი წლის წინ აფხაზეთმა გადასასვლელები ჩაკეტა. ხურჩა, რომელსაც აფხაზეთში მდებარე სოფელ ნაბაკევთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ჰქონდა, იზოლაციაში მოექცა.
„ჩვენი სოფელი თითქმის