Media logo
აფხაზეთი

ხმა აფხაზეთის საზღვრისპირა სოფლიდან — „აფხაზეთის ოკუპა

Nona’s lives right next to the fund’s building. Photo: Tamuna Chkareuli/OC Media
Nona’s lives right next to the fund’s building. Photo: Tamuna Chkareuli/OC Media
ნონა ფონდის ოფისის გვერდით ცხოვრობს. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media

67 წლის ნონა ბუკია აფხაზეთის საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში ცხოვრობს. უკვე 11 წელია, რაც „სოხუმის ფონდის“ ხურჩას ფილიალის ხელმძღვანელია. ფონდის ძირითადი მიმართულება ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობაა. ეს უკანასკნელი, ნონას აზრით, პირდაპირ კავშირშია სიდუხჭირესთან, რომელიც სოფელში განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც სამი წლის წინ აფხაზეთმა გადასასვლელები ჩაკეტა. ხურჩა, რომელსაც აფხაზეთში მდებარე სოფელ ნაბაკევთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ჰქონდა, იზოლაციაში მოექცა.

„ჩვენი სოფელი თითქმის მთლიანად აფხაზეთზე იყო დამოკიდებული. ეს კავშირი ჯერ კიდევ ჩემი დედამთილ-მამამთილის თაობიდან მოდის. მე ამ სოფელში 1970 წელს მოვედი. კახათელი ვარ, მაგრამ აქ გავთხოვდი. ეს ჩემი ოჯახია.

როცა 1993-94 წლებში აქ „სოხუმის ფონდი“ შემოვიდა, ზუგდიდშიც კი არ იცოდა ბევრმა, რომ ხურჩა საქართველოს [ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი] ტერიტორიაა. 

სანამ ენგურზე ხიდს გააკეთებდნენ, სკოლა, სწავლა-განათლება, ჯანმრთელობა, მიმოსვლა, ყველაფერი იქით [ნაბაკევში] იყო. [სამი წლის წინ აფხაზეთში გადასასვლელების] ერთბაშად ჩაკეტვამ ჩიხში მოაქცია ხურჩის მოსახლეობა. 

ჩაკეტვამდეც შვიდი-რვა წლის განმავლობაში უმუშევრობა დიდი პრობლემა იყო. ქალები აფხაზეთში გადადიოდნენ და ვაჭრობით შოულობდნენ რაღაცას. მაგის ჩაკეტვის შემდეგ დაიწყო ქალების ფართომასშტაბნიანი მიგრაცია [უცხოეთში].

ნაბაკევთან ახლა ტელეფონით ვურთიერთობთ. ამბობენ, ცუდად ვართო, ჩაკეტილები ვართო, მაგრამ ჩვენი გადასახედიდან მიმოსვლა უფრო იმათ აქვთ, ვიდრე — ჩვენ. ისინი გადიან, სადაც უნდათ, გალი, ჭუბურღინჯი, ოჩამჩირე – ავტობუსი დადის ყოველ ნახევარ საათში, მაგრამ სხვა გაჭირვება აქვთ, დაჩაგრულად გრძნობენ თავს.

თითქოს თავზე ვიღაცა აზით და მუდმივად მბრძანებლობს: თუ მიწის გადასახადს ვერ იხდი, წადი, თუ არ ხარ სახლში — გაგიყიდი, ასეთი მუქარებია. საშუალება არ აქვთ, კონტაქტი მცირდება და საქართველოსთან ამათი კავშირი წყდება ნელნელა. მარტო პენსიის ასაღებად თუ გამოვლენ ხოლმე ენგურის ხიდზე.

ყველაფერში იგრძნობა ოკუპაცია, მარტო მათთვის არა, ჩვენთვისაც. აფხაზეთის ოკუპაცია ჩვენი სოფლების ოკუპაციაც არის.“

„ოჯახში ძალადობა უფულობიდან მოდის“

„მე ძირითადად ოჯახში ძალადობაზე ვმუშაობ ხურჩა-კოკის მასშტაბით. ნაბაკევი გახსნილი რომ იყო, ბენეფიციარები აქ გადმოდიოდნენ. მაშინ ამ ფონდის არსებობა მათთვის დიდი შეღავათი იყო. იქიდან გამოგზავნილი იურისტი ჩემთან ერთად მუშაობდა. 

ოჯახში ძალადობა უფულობიდან მოდის, ამას ხშირად მოსდევს სიმთვრალე. როცა მე მუშაობა დავიწყე, აქ ვცხოვრობდი, მაგრამ ბევრ ოჯახს არ ვიცნობდი. ახლა ყველა ოჯახშია ძალადობის ნიშანი, მაგრამ ჩვენი კუთხური მენტალიტეტიდან გამომდინარე, პოლიციას მხოლოდ ერთხელ გამოუძახეს.

ეს პატარა სოფელია საიმისოდ, რომ ასეთი რამ გაახმაურო. ყოფილა შემთხვევა, ღამით დაურეკავს ქალს, მივსულვარ და მომიგვარებია, ოღონდ გაუხმაურებლად. სპეციფიკური ადგილია და სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. იმ ქალმა ღამის 12 საათზე დამირეკა. წავედი. რამ მოგიყვანა ამაღამო, მოძალადემ მკითხა. პოლიციამ გაიგო რაღაც ხმაური თქვენს ოჯახში და მე მითხრა, იციან, რომ მაგაზე ვმუშაობ-მეთქი, ვუთხარი. არ მინდოდა, რომ ცოლზე გასჩენოდა ეჭვი. 

ნონა ბუკია, 11 წელია, რაც „სოხუმის ფონდის“ ხურჩას ფილიალის ხელმძღვანელია. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media

ძალადობის ფაქტის დაფიქსირების შემდეგ მოძალადესა და ძალადობის მსხვერპლს რეაბილიტაციისთვის ვიწვევთ ფსიქოლოგთან და იურისტთან კონსულტაციაზე. ჯერ აქამდე არ მისულა საქმე, მაგრამ საჭირო თუ გახდა, თავშესაფარიც აქვს ფონდს. რაც ფონდი მუშაობს, ქალებმა იციან თავიანთი უფლება-მოვალეობები.

ძირითადად, ბავშვი ვისაც ყავს, თბილისში ან ზუგდიდში გადადის. ბაღი კი გვაქვს ძალიან კარგი, იმისთვის ააშენეს, რომ იქიდან [აფხაზეთიდან] გადმოეყვანათ ბავშვები, რომ არ გარუსებულიყვნენ. მაგრამ ახლა სულ 12-15 ბავშვი თუ დადის, შენობა აუთვისებელია სანახევროდ. 

სოფელში სკოლა არ გვაქვს. უახლოესი სკოლა კოკშია და აქედან დღეში ორჯერ დადის მანქანა. ადრე აქაური ბავშვები ნაბაკევში დადიოდნენ, მაგრამ წელს აქედან ბოლო ბავშვმა დაამთავრა სკოლა. 

ერთერთი ფაქტორი, რამაც უკიდურესობამდე მიგვიყვანა, ნორმალური ტრანსპორტის არქონაა. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. სოფელში ჩაკეტილები ვართ, გასასვლელი არ გვაქვს, ერთი ავტობუსი დადის მარტო. [პრეზიდენტის] წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოვითხოვეთ, რომ კვირასაც ევლო ტრანსპორტს, თორემ საერთოდ მოწყვეტილები ვიყავით. მაგრამ დამთავრდა თუ არა არჩევნები, შეწყვიტეს ეგრევე. გამოცვალეს ტრანსპორტის განყოფილების უფროსი და ახალმა აღარ გაუშვა. ახლა ახლიდან გვაქვს ამისთვის საბრძოლველი.“

„გაჭირვება ბევრია“

„ასეთი ზონაა ხურჩა. სამუშაოდ რომ გახვიდე, ვთქვათ, ზუგდიდში, ჯერ გზის ფული გინდა. ტრანსპორტირება რომ არაა ნორმალური, ტაქსი უნდა გამოიძახო. 11 ლარი რომ ღირს, რაღა დაგრჩება?! აქედან გამომდინარე, კაცები ისევ საკარმიდამოზე ფიქრობენ, ქალები კი გადაიხვეწნენ. ჩემი მონაცემებით, დაახლოებით 25 ოჯახიდანაა ქალი გასული, უფრო მეტად საბერძნეთში, იტალიაში, პოლონეთში. აქ დაახლოებით 80-85 მოსახლე ვცხოვრობთ. 

გაჭირვება ბევრია ამ სოფელში და ყველა პრობლემა პირდაპირ ქალებზე აისახება. მაგალითად, ამბულატორია არ გვაქვს. რამდენი წელია, მაგას ვითხოვთ და ვერა და ვერა. შეკვეცის მერე ვერა და ვერ აღდგა. ხურჩა ახლა კოკის უბნად ითვლება. იქიდან დადიოდა ექთანი და პედიატრი კვირაში ერთხელ. დაანონსეს სოფლის პროგრამაში ამბულატორიაც, მაგრამ არ ჩაეტია თანხაში. ამიტომ, როცა სავაჭრო ცენტრი გაგვიკეთეს, იქ ვითხოვდით ერთ უბრალო ოთახს, სადაც ერთი სპეციალისტი მაინც გვეყოლებოდა წნევის გასაზომად და ნემსის გასაკეთებლად. მაგრამ გვითხრეს, ამბულატორიას აგიშენებთ ახალი სტანდართებითო და ჯერაც ველოდებით. სასწრაფოს კი ვიძახებთ, მაგრამ აგვიანებენ მოსვლას.

ჩვენი სოფელი მცირემიწიანია, საკარმიდამოს გარდა არაფერი არ გაგვაჩნია. სათბურებიც არ გვაქვს, რომ იმუშაოს ვინმემ. ერთმა მოიგო ძლივს ტენდერი სათბურის დანადგარზე სამი წლის წინ. ზოგადად, ვერცერთი პროექტი ვერ გადის ჩვენთან, ძალიან რთულია რაიმე ტენდერის მოგება. Არასამთავრობო ორგანიზაციები დადიოდნენ, სანამ გადასასვლელი იყო გახსნილი, თუმცა უფრო ინფორმაციის მისაღებად და არა მოსახლეობის დასახმარებლად. მთავრობისთვისაც მიგვიმართავს. თქვენ ისეთ ადგილას ხართ, რომ მონიტორინგს ვერ გაგიწევთ და ვერ დაგაფინანსებთო.

კაცებს ხომ იცი, ძალიან აღარ უნდათ ფიზიკური შრომა. ან კი უნდათ, მაგრამ სად?! ანაკლიაში რომ იქნება რაღაც პროექტები, ჩაერთვებიან ალბათ. ამ პორტის ძალიან დიდი იმედი გვქონდა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალიან ტრაბახობდა მთავრობა დაგასაქმებთ, დაგასაქმებთო, მაგრამ არ გამოვიდა.

„თავისუფლად ვერ გადადიხარ“

„როცა ნაბაკევში გადასასვლელი ხიდი მოქმედებდა, აქეთა მხარესთან მეტი კონტაქტი ჰქონდათ. ბევრს საშუალებაც არ აქვს, რომ რუხიდან გადმოვიდეს, ამიტომ საქართველოსთან მათი კავშირი ნელ-ნელა წყდება. მარტო პენსიის აღების დროს თუ გადმოვლენ, მაგრამ პენსიასაც უჩერებენ. „ფორმა 9“-ს სთხოვენ (ბინადრობის მოწმობა), როცა ხედავენ, რომ საქართველოს პასპორტი აქვთ, პენსიას უუქმებენ, რომ იქაც არ აიღონ და აქაც.

რუხის გარდა, აფხაზეთში გადასვლის სხვა გზა აღარ არის. ყოველ ას მეტრში სათვალთვალო კამერაა — ჩიტიც ვერ გადაფრინდება. 

ჩვენნაირ სოფლებში ოკუპაცია ყველაფერში იგრძნობა — განმუხურში პედაგოგს სახლის წინ აქვს მავთულხლართი გავლებული. სკოლაში რომ მივიდეს და გაკვეთილი ჩაატაროს, უფროსობას უნდა შეატყობინოს. 

თავისუფლად ვერ გადადიხარ, სამუშაო ადგილი არ გაქვს, წახვალ, მთელი დღე მოუნდები სიარულს და ვერაფერს გააკეთებ. ყველაფერში იგრძნობა ეს, ყველა ჩვენნაირი სოფლისთვის აქაურობა უკიდურესად ოკიუპირებულია.“

Related Articles

ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media
აფხაზეთი

რა საფრთხის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვის პროგრამა

V

აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თბილისში ყოველწლიურად ასობით პაციენტი ჩამოდის უფასო ჯანდაცვის სერვისების მისაღებად, რომლებსაც მათ საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს. თუმცა მას შემდეგ, რაც მთავრობამ დიაგნოსტიკის ხარჯების დაფინანსება შეწყვიტა, პროგრამის წარმატება საფრთხის წინაშე დადგა. პრობლემას ამძიმებს ადამიანების დაბალი ინფორმირებულობა პროგრამის შესახებ და წინააღმდეგობა, რომელსაც პაციენტები ცხინვალისგან აწყდებიან.  „როცა ჩამოვედი, არ ვიცოდი, ქართველებისგან როგორ რეაქციას მივიღებდი”, — ამბობს გ

ფოტო: ნილ ჰაუერი/OC Media
აფხაზეთი

Datablog | საქართველოს მოსახლეობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთ?

V

ტერიტორიული მთლიანობა საქართველოში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ყოველთვის ერთერთ მთავარ ეროვნულ საკითხად სახელდება. 2019 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში სოხუმთან და ცხინვალთან კომპრომისის მომხრეა. საქართველოს მოსახლეობისთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჯერ ისევ მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ჩანს, მისი სიმწვავე იკლებს. 2009 წელს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხ

ილუსტრაცია: დათო ფარულავა.
აგვისტოს ომი

მოსაზრება | დროა, საქართველომ აგვისტოს ომის ნარატივი გად

V

უკვე ათ წელზე მეტი გავიდა აგვისტოს ომის და ოცდაათი წელი საქართველოს პირველი ტერიტორიული კონფლიქტების შემდეგ. თუმცა ამ თემაზე დისკუსია მაინც უცვლელი რჩება. ჩიხიდან გამოსასვლელად საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ ამ კონფლიქტზე თავისი ხედვა და საუბარი უნდა შეცვალოს.  ვინ დაიწყო სამხრეთ ოსეთში ომი 2008 წლის აგვისტოში? 12 წლის შემდეგადაც აგვისტოს ომი სამხრეთ ოსეთში ამ კითხვას ვერ ცდება. როცა ადამიანები დღემდე ომის მსგავს სიტუაციაში ცხოვრობენ აგვისტოში ომი რომელმა გასროლამ დაიწყო ისეთი მნიშვნე

ხმა | „დევნილობა მე და ჩემს ოჯახს ორჯერ ხვდა წილად“
აფხაზეთი

ხმა | „დევნილობა მე და ჩემს ოჯახს ორჯერ ხვდა წილად“

V

ძირითადად სვანებით დასახლებული კოდორის ხეობა ერთადერთი კუთხე იყო აფხაზეთში, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომამდე აკონტროლებდა. თბილისში მოქმედი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანახმად, ხეობაში ომამდე დაახლოებით 2 860 ადამიანი ცხოვრობდა. სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას სახლ-კარის დატოვება თითოეულ მათგანს მოუწია. მას შემდეგ მხოლოდ მხოლოდ 55 ოჯახი დაბრუნდა. 62 წლის რაისა ხაჭვანიც დაბრუნების მოლოდინშია. „წარმოიდგინეთ, როცა კარგავ ყველაფერს, არაფერი გაქვს

Most Popular

Editor‘s Picks