Media logo
საქართველო

ანალიზი | საეკლესიო სკანდალები ზიანს აყენებს საქართველ?

სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media
სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არაერთ სკანდალში გაეხვა. იქონია თუ არა ამ სკანდალებმა გავლენა მოსახლეობის ნდობაზე ეკლესიის მიმართ?

2017 წელს ერთერთ მღვდელს ბრალი წაუყენეს და გაასამართლეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის მდივნის მკვლელობის მცდელობისთვის. ასევე, იყო გახმაურებული შემთხვევები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემას შეეხებოდა. 2013 წელს საქართველოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღის აღნიშვნას მოჰყვა ჰომოფობიური კონტრ-აქცია სასულიერო პირების მონაწილეობით. ეს იყო კიდევ ერთი აშკარა შემთხვევა, რომელმაც, სავარაუდოდ, ზიანი მიაყენა ეკლესიის მიმართ მრავალი ადამიანის ნდობას. 

მოგვიანებით სექსუალური ძალადობის შესახებ სკანდალი გახმაურდა, სულ ცოტა ხნის წინ კი ეკლესიის ქმედებები კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით კამათის საგანი გახდა. ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ეს სკანდალები გავლენას ახდენს ეკლესიის მიმართ ნდობაზე საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოულოდნელი არ არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეკლესიის მიმართ ნდობა იკლებს. თუკი 2008 წელს მართლმადიდებელი ქრისტიანების  75% სრულად ენდობოდა ეკლესიას, 2017 წელს მხოლოდ 38% ამბობდა ასე. 2019 წლის მონაცემებიც მსგავს სურათს აჩვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ნდობის კლება დაკავშირებული იყოს სკანდალებთან, მაინც რთულია, ვისაუბროთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე. უამრავ ფაქტორს შეეძლო, გავლენა მოეხდინა ეკლესიის მიმართ ნდობის შემცირებაზე, დაწყებული ღირებულებების ცვლილებებით და დამთავრებული რელიგიის მიმართ ნაკლები ინტერესით. 

თუმცა, CRRC-ის „კავკასიის ბარომეტრის“ 2019 წლის გამოკითხვის საველე სამუშაოების დროს ბუნებრივი ექსპერიმენტის მეთოდის საშუალებით შესაძლებელი გახდა ეკლესიის სკანდალების გავლენის უკეთ შესწავლა ამ ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობაზე.

26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, იაკობ იაკობაშვილმა, თქვა, რომ მას ხელისუფლების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და ილია II-ის გადაყენების მცდელობაში დახმარება სთხოვეს. 

ასევე, 31 ოქტომბერს გაიმართა წმინდა სინოდის კრება, რომელმაც მღვდელმთავარ პეტრე ცაავას საეკლესიო თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. კრების დატოვებისას მეუფე პეტრემ ილია II პედოფილიაში დაადანაშაულა. ეს ბრალდება ქართული საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რამდენადაც ილია II ხალხში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს. 

ზემოთ აღნიშნული სკანდალის პარალელურად მიმდინარეობდა „კავკასიის ბარომეტრის“ გამოკითხვა. რესპონდენტებს კითხვებს უსვამდნენ მათი რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესახებ. კვლევაში ალბათური წესით შერჩეული რესპონდენტების პასუხების შედარების გზით, სკანდალამდე და სკანდალის შემდეგ, როგორც ბუნებრივი ექსპერიმენტის საშუალებით, შესაძლებელი გახდა იმის გაგება, იყო თუ არა მიზეზ-შედეგობრივი/კაუზალური კავშირი სკანდალსა და შეხედულებებს შორის. 

შედეგებმა აჩვენა, რომ სკანდალმა მნიშვნელოვნად შეამცირა მართლმადიდებელი ქართველების ნდობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. 15%-ით შემცირდა იმ ადამიანების წილი, ვინც სრულად ან ძირითადად ენდობოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

შედეგები უფრო ვრცლად გაანალიზდა, რათა გამოვლენილიყო, თუ ყველაზე მეტად რა ტიპის ადამიანებზე მოახდინა გავლენა სკანდალმა. აღმოჩნდა, რომ სკანდალის გამო ყველაზე მეტად ეკლესიის მიმართ ნდობის მაჩვენებელმა თბილისს გარეთ ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრებ და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებში იკლო. ამის საპირისპიროდ, სკანდალს ქალებსა და კაცებზე, დასაქმებულებსა და უმუშევრებზე, ახალგაზრდებსა და ასაკიან ხალხზე განსხვავებული გავლენა არ ჰქონია.

ანალიზმა ასევე გამოავლინა, რომ სკანდალმა უფრო დიდი ზეგავლენა რელიგიური წესების მიმდევარ ადამიანებზე მოახდინა. გამოკითხვა შეიცავდა შეკითხვებს რელიგიურ რიტუალებზე დასწრებასა და მარხვის შენახვის შესახებ. სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სკანდალმა უფრო მეტად იმოქმედა მათზე, ვინც ეკლესიაში მუდმივად დადის. ასევე კვლევაში განხორციელებული ორი ანალიზიდან ერთის მიხედვით, სკანდალს იმათზეც ჰქონდა გავლენა, ვინც ხშირად მარხულობს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი ანალიზი ცალსახად უსვამს ხაზს, რომ გვიანი ოქტომბრის მოვლენებმა შეარყია საზოგადოების ნდობა ეკლესიის მიმართ, ეს ეფექტი მაინც შესაძლოა, მოკლევადიანი იყოს. გაანალიზებული მონაცემების შეგროვება დაიწყო სკანდალამდე კვირებით ადრე და დასრულდა მოვლენებიდან რამდენიმე დღეში. გაგრძელდება თუ არა ეკლესიის მიმართ ნდობის კლება სკანდალების გამო, ეს ღია საკითხია. უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც 23 ივლისს გამოქვეყნდა, მოსახლეობის ნდობა კიდევ უფრო შემცირდა კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გამო. 

ამდენად, ეკლესიის მიმართ ნდობის კლება ხანგრძლივად მიმდინარეობდა უამრავი სკანდალის პარალელურად, რაც საბოლოოდ მიუთითებს იმაზე, რომ ეკლესიაში მსგავსი პრობლემები დიდ ზეგავლენას ახდენს ქართველების მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნდობაზე. 

მოცემული სტატიის ავტორია დასტინ გილბრეტი. სტატიაში წარმოდგენილი მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს „CRRC-საქართველოს“ ან რომელიმე სხვა მხარის შეხედულებებს.

ზემოთ გამოყენებული ანალიზის მონაცემები ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

Related Articles

Datablog | საქართველოში იმუნიზაციის კუთხით უთანასწორობის პრო
ვაქცინაცია

Datablog | საქართველოში იმუნიზაციის კუთხით უთანასწორობის პრო

V

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საქართველოში იზრდება, მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინაციაზე წვდომა განსხვავებულია სხვადასხვა ჯგუფებს შორის. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების სწრაფად და დროულად ჩატარება პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. საყოველთაო იმუნიზაცია სიცოცხლეს უამრავ ადამიანს შეუნარჩუნებს და ეკონომიკის დროულად გახსნას შეუწყობს ხელს. თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აცრებზე ხელი ყველას თანაბრად არ მიუწვდება. მდიდარმა ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობის

ფოტო: შოთა ხინჩა/OC Media.
საქართველო

დოკუმენტები: „ფრონტერამ“ ლონდონის არბიტრაჟი წააგო

V

ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილმა, ნავთობისა და გაზის ამერიკულმა კომპანიამ „ფრონტერა“ (Frontera Resources), საქართველოს მთავრობაზე ლობისტების მეშვეობით გავლენის მოხდენის $1-მილიონიანი მცდელობის მიუხედავად, გახმაურებული საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო, იუწყებიან openDemocracy და OC Media.  აქამდე კონფიდენციალური საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ნათელს ხდის, თუ როგორ შეიყვანა შეცდომაში „ფრონტერამ“  საზოგადოება მათი საქართველოს მთავრობასთან გახმაურებული დავის შესახებ.  ჰიუსტონში

გიორგი ნეფარიძე. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
საქართველო

ფოტო | შუქრუთელების პროტესტი ამოკერილი პირით

V

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში რამდენიმე მოსახლემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მანგანუმის მოპოვება მათი სახლების ქვეშ გრძელდება, სახლები ზიანდება და ინგრევა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ არც „ჯორჯიან მანგანეზი“  უსმენთ და არც — მთავრობა. ვერა კუპატაძე აქციას 16 თებერვლიდან შემოუერთდა. ის ამბობს, რომ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში ახდენს გავლენას მის ოჯახზე. „ურთულეს პერიოდში ავაშენეთ ეს სახლი — ფაქტობრივად, მშივრები

Datablog | საქართველო აცრებისადმი ნდობის მხრივ მსოფლიოში ერთ?
ვაქცინები

Datablog | საქართველო აცრებისადმი ნდობის მხრივ მსოფლიოში ერთ?

V

იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსის აცრის სარგებელში ვერ არწმუნებს, გამოკითხვის მონაცემები მიგვითითებენ, რომ პრობლემის ერთერთი წყარო შესაძლოა, პოლიტიკური შეხედულებები იყოს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაცია ვირუსის კონტროლის ერთადერთი ეფექტური ხერხია. ამასთან, მოსახლეობის ვაქცინებისადმი უნდობლობამ, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „უპრეცედენტო გამოწვევა“ უწოდა, მასობრივი აცრების მცდელობებს შესაძლოა, ძირი გამო

Most Popular

Editor‘s Picks