Media logo
Analysis

ანალიზი | სომხეთსა და საქართველოში კაცები თვლიან, რომ უფ?

ანალიზი | სომხეთსა და საქართველოში კაცები თვლიან, რომ უფ?

გაეროს ქალთა კვლევის მონაცემებით, სომხეთსა და საქართველოში კაცებსა და ქალებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ იმის შესახებ, თუ ვინ რამდენს აკეთებს ოჯახში.

სომხეთსა და საქართველოში ტრადიციული გენდერული როლები დღესაც განსაზღვრავს ოჯახში შრომის განაწილებას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საოჯახო საქმეებზე კაცები სრულად არიან პასუხისმგებლები და ზოგიერთს მეტნაკლებად თანაბრად იზიარებენ ოჯახის ქალ წევრებთან ერთად, ძირითადად მაინც ქალები არიან საოჯახო საქმეებზე  პასუხისმგებელი.

მამაკაცებსა და ქალებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ იმის შესახებ, თუ ვინ რამდენს აკეთებს ოჯახში. გაეროს ქალთა კვლევის მონაცემები ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობისა და არაფორმალურ სექტორიში ჩართულობის შესახებ აჩვენებს, რომ მამაკაცები უფრო მეტად აფასებენ თავიანთ წვლილს საოჯახო საქმეებში, ვიდრე ქალები.

სომხეთსა და საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობა  საოჯახო საქმეებს გენდერული როლების მიხედვით ყოფს. როგორც ქვემოთ დიაგრამაზე არის მოცემული, კითხვაზე, თუ ვინ არის ოჯახში კონკრეტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი, ხალხი პასუხობს, რომ ძირითადად ქალები ასუფთავებენ, ამზადებენ საჭმელს და რეცხავენ.  საქართველოში უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ კაცები ინაწილებენ ბავშვზე ზრუნვას: აქ გამოკითხულთა 28% ამბობს, რომ კაცი და ქალი თანაბრად ზრუნავს ბავშვზე, რასაც სომხეთში მოსახლეობის მხოლოდ 12% ეთანხმება.

როგორც წესი, კაცებს უფრო ნაკლები საოჯახო მოვალეობა აკისრიათ.  საოჯახო საქმეების გრძელ ჩამონათვალს შორისაა სახლში ნივთების შეკეთება ერთადერთი საქმიანობა, რომელზეც ძირითადად მამაკაცები  არიან პასუხისმგებელნი. სურსათის ყიდვა თანაბრად ნაწილდება ორივე სქესს შორის. კიდევ ერთი საოჯახო საქმე, რომელიც შედარებით თანაბრად ნაწილდება, ოჯახის სხვა წევრების მოვლაა, მოხუცების, ავადმყოფებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩათვლით. თუმცა აქაც ქალების წვლილი უფრო მეტია. პროცენტული მაჩვენებლები  სომხეთსა და საქართველოში ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.

კაცებსა და ქალებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება საოჯახო საქმიანობა. მონაცემების მიხედვით, კაცები უფრო მეტად აფასებენ საკუთარ წვლილს საოჯახო საქმეებში, ვიდრე ეს რეალურად არის.

ბევრ საოჯახო საქმეში კაცები ქალებზე უფრო ხშირად ამბობენ, რომ მოვალეობები თანაბრად ნაწილდება. მეორე მხრივ, კი ქალები აღიარებენ, რომ საოჯახო საქმეები ძირითადად მათი მოვალეობაა. სხვაობა საქართველოში უფრო დიდია, სადაც კაცები აცხადებენ, რომ უფრო ჩართულები არიან საოჯახო საქმეებში, ვიდრე სომხეთში.

ეს განსხვავება უფრო დიდია იმ საოჯახო საქმიანობებში, რომლებშიც კაცებმა დაასახელეს თანაბარი ჩართულობა. მაგალითად, როგოც ქვემოთ არის მოცემული, სომხეთში გამოკითხული კაცების 20% და საქართველოში 40% აცხადებს, რომ ბავშვზე ზრუნვა თანაბრად ნაწილდებოდა. ამ მოსაზრებას სომხეთში გამოკითხულ ქალთა მხოლოდ 7% და საქართველოში 18% დაეთანხმა. რაც შეეხება სურსათის შეძენას, სომხეთსა და საქართველოში  კაცების 57%-მა განაცხადა, რომ ქალები და კაცები თანაბრად ინაწილებენ ამ მოვალეობას. ასე სომხეთში ქალების მხოლოდ 39%, ხოლო საქართველოში 42% ფიქრობს.

აღწერილი ტენდენცია მხოლოდ სომხეთს ან საქართველოს არ ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ, მაშინაც კი, როდესაც ორივე მშობელი მუშაობს და  შრომაც უფრო თანაბრად ნაწილდება, ქალები, როგორც წესი, უფრო მეტ საოჯახო საქმეს აკეთებენ, ვიდრე კაცები. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული  გამოკითხვები აჩვენებენ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ახლა უფრო ჩართულები არიან საოჯახო საქმეებში, ვიდრე ადრე, ისინი მაინც არ აკეთებენ იმდენს, რამდენსაც ქალები. ასევე  უფრო მეტი კაცი ამბობს, რომ მოვალეობები თანაბრად ნაწილდება.

სომხეთსა და საქართველოში, დახარჯული დროის თვალსაზრისით, ქალები უფრო მეტ დროს ასახელებდნენ საოჯახო საქმეებს ასახელებენ. კაცები და ქალები სურსათის შეძენაზე დაახლოებით ერთნაირ დროს ხარჯავენ, ხოლო კაცები უფრო მეტ დროს უთმობენ სახლში ნივთების შეკეთებას. სამაგიეროდ, კაცების მიერ ამ საქმიანობაზე გაწეული საერთო დრო ბევრად ნაკლებია, ვიდრე რასაც ქალი ბავშვების მოვლას, საჭმელების კეთებას და დასუფთავებას უთმობს.

რას ფიქრობენ კაცები და ქალები ამის შესახებ? ამ განსხვავების მიუხედავად, სომხეთსა და საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობა ოჯახში საქმეების გადანაწილებით კმაყოფილია. სომხეთში გამოკითხული კაცების მხოლოდ 6%-მა, ქალების 10%-მა, საქართველოში კაცების 5% და ქალების 9% თვლის, რომ  ოჯახში საქმეების გადანაწილებით უკმაყოფილო ან ძალიან უკმაყოფილოა.

გენდერული სტერეოტიპებს ოჯახური საქმიანობების განაწილებას ორივე ქვეყანაში ღრმა ფესვები აქვს.  ქალები საოჯახო საქმეების უმეტესობაზე არიან პასუხისმგებელნი, ხოლო სახლში ნივთების შეკეთება ძირითადად, კაცების მოვალეობაა. მაშინაც კი, როცა კაცები თვლიან, რომ საოჯახო საქმეებში მონაწილეობას იღებენ, სინამდვილეში, ქალები გაცილებით მეტს შრომობენ.

წინამდებარე სტატია ეკუთვნით მეგან ნილს, CRRC-საქართველოს საერთაშორისო სტაჟირების პროგრამის მონაწილეს, და ქრისტინა ვაჭარაძეს, CRRC-საქართველოს პროგრამების დირექტორს.

გამოყენებული მონაცემების ნახვა შესაძლებელია ორგანიზაციის მონაცემთა ონლაინ-ანალიზის ვებსაიტზე. წარმოდგენილი ტექსტი მხოლოდ ავტორების შეხედულებებს ასახავს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ფონდის მოსაზრებებს.

Related Articles

Photo for illustrative purposes. Image via Canva
Analysis

Explainer | Meydan TV becomes Azerbaijan’s latest independent media outlet to be repressed

Avatar

Azerbaijan’s crackdown on independent media continues with the arrest of seven of Meydan TV’s journalists and freelancers on charges of smuggling and supporting Armenia.  The campaign against Meydan TV began on 6 December with the arrest of journalist Ramin Jabrayilzada, also known as Deko. According to Jabrayilzada’s lawyer, Nemat Karimov, his client was stopped on his way home from the airport. Police confiscated his funds and claimed he had brought an illicit amount of currency into th

The protest in Tbilisi. Photo: Salome Khvedelidze/OC Media
2024 Georgian Parliamentary Elections

Explainer | After a month of simmering protests, Georgia erupted: why now?

Avatar

At a moment when it appeared as if demonstrations against electoral fraud and democratic backsliding had fallen into a feeling of bitter acceptance, protests in Georgia exploded suddenly on 28 November after Prime Minister Irakli Kobakhidze announced the government was suspending its bid for EU accession until 2028. But why did the government choose to take such an unpopular move? And why was this the trigger for such mass discontent? In Tbilisi and other cities and towns across the country

Most Popular

Editor‘s Picks