Media logo
საქართველო

„ყველა დავიღალეთ, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ“

ილუსტრაცია: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
ილუსტრაცია: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

COVID-19-ის შემთხვევების მატებასთან ერთად, ექიმებს ახალი გამოწვევები აქვთ. ნინო კვირტია, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეზიდენტი ექიმი, OC Media-ს ვირუსთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე ესაუბრა. 

„მე ვმუშაობ პირველ საუინვერისტეტო კლინიკაში, ვარ რეზიდენტი ექიმი. მარტის თვიდან აქტიურად შევდივარ კოვიდ-პაციენტებთან. 24-საათიან მორიგეობას ვიწყებთ ღამის მდგომარეობის გადმობარებით, შედეგების განცობით. თუმცა, იმის გამო, რომ ბევრი დოკუმენტაციაა მოსაწესრიგებელი, 24 საათზე მეტი გამოდის. 

შემდეგ აღვიჭურვები და შევდივარ პაციენტებთან. აღჭურვილობა არის შემდეგი: რესპირატორი, ფარი, კომბინეზონი, ბახილები და ჩაჩი. თუმცა მაინც გამოყოფილად გვაქვს აღჭურვილობა, ბევრიც არ არის. თუ ახალი პაციენტები არიან, რამდენიმე ვცდილობთ, რომ ერთად შევიდეთ, ყოველ წამს ჩაცმა-გახდის საშუალება არ არის.

შიგნით უწყვეტად არიან ექთნები და მერე ჩვენც შევდივართ. ოთხ დღეში ერთელ მიხდება მორიგეობა, თუმცა დანარჩენ დღეებში ჩემი იციტიატივით მივდივარ მაინც კლინიკაში, მიუხედავად იმისა, რომ არ მომეთხოვება. ახლა არის 52 პაციენტი, როცა დავიწყეთ მიღება, გვყავდა საშუალოდ 20. ახლა გავფართოვდით და ჩვენს სართულზე არის 60 პაციენტის ადგილი.

მარტის მერე, ვირუსზე  ბევრი ინფორმაცია უკვე დადასტურებული გვაქვს. უფრო მზად ვართ და უფრო დაცულადაც ვგრნობთ თავს სამედიცინო კუთხით. უკეთ ვისწავლეთ პაციენტთა რისკების  შეფასება – ის პრინციპები და რეკომენდაციები რაც არის, დანამდვილებით ვიცით, რომ ეფექტურია და მუშაობს. ვირუსთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ ბევრი რჩება – რომელი წამალი არის კარგი, რომელი – არა, ამაზე პასუხები ჯერჯერობით არ არსებობს.

ჩემთვის მთავარი გამოწვევა დეზინფორმაციაა, რომელიც ახლა ვრცელდება. ვცდილობ, სოციალურ სივცრეში და სოციალურ ქსელებში ვიაქტიურო, კოვიდის სხვადასხვა ჯგუფებში. ყველაზე დიდი სირთულე ჩვენთვის, ექიმებისთვის, არის ის, რომ დანიშნულებას იძლევიან არაკომპეტენტური ადამიანები, რამაც შეიძლება, წარმოუდგენელი ზიანი მოგვიტანოს მომავალში.

ყველაზე მეტად რასაც ვებრძვით, არის ანტიბიოტიკების დანიშვნა. ანტიბიოტიკი ებრძვის ბაქტერიას და არ ებრძვის ვირუსს. ძალიან რთულია ამ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლა, აგრესიულები არიან. მათ ეს ურჩიეს, ეს მეზობელი ცუდს ხო არ ეტყოდა, მაგრამ მას რომ უშველის ეს წამალი, იმას არ ნიშნავს, რომ მეორისთვის  სარგებლიანი იქნება ან გვერდითა ეფექტს არ გამოიწვევს. იქმნება ძალიან საშიში სიტუაცია და ყველამ აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ, რომ სწორი სამედიცინო ინფორმაცია გავრცელდეს.

ნინო კვირტია.

კიდევ ვებრძვით, პირბადე რომ ეკეთოთ სწორად, უფარავდეთ ცხვირსაც და პირსაც. თუმცა ტრანსპორტში რომ ვხედავ არასწორად ტარებას, რაღაცნაირად არ გამომდის, რომ შევუსწორო, ველოდები აგრესიას და ვერ გაგებას, ვფიქრობ, რომ იქნება ადგილობრივი აყალ-მაყალი და მეტი არაფერი.

ვფიქრობ, რომ უნდა გაიზარდოს ინფორმაციის მიწოდება, რომ პირბადე აუცილებელია და უნდა ფარავდეს ცხვირს და პირსაც.

საუბარი იმაზე, რომ სამედიცინო და ქსოვილის პირბადის გამოყენებისას შეიძლება, ამოსუნთქული ნახშირორჟანგის შეკავება და მისით მოწამვლა ხდებოდეს, არასერიოზულია და აბსოლუტურად მცდარია, რადგან პირბადეში ნახშირორჟანგი, ჰაერის სხვა კომპონენტების მსგავსად, თავისუფლად გადის. პრობლემაა ამონასუნთქი ჰაერით პირბადეზე შექმნილი თბილი და ტენიანი გარემო, რაც ბაქტერიებისა და სოკოებისთვის იდეალურია, თუ  დროულად არ იცვლება ან არ მუშავდება. მრავალჯერადი გამოყენების პირბადე ყოველდღიურად უნდა დამუშავდეს.

ასევე მინდა, ავღნიშნო, რომ მხოლოდ პირბადის ტარება და სხვა წესების უგულებელყოფა ქმნის ცრუ დაცულობის შეგრძნებას. მხოლოდ სამივე მეთოდი გვაძლევს შედეგს. დღეს ამ წესების გამოყენება ნიშნავს ჩვენს შინაგან კულტურას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და კრიზისის დამარცხების სურვილს.

სისტემა სულ ვითარდება,  ადაპტაცია არ უნდა შეწყდეს არასდროს.პროტოკოლები აქტიურად იხვეწება, ამასობაში კი ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ ავტომატიზმის დონეზე დავიყვანოთ წესების შესრულება – პირბადის ტარებით, ხელების დაბანით და დისტანციის დაცვით თავს დავიცავთ და უფრო მეტად სხვას დავიცავთ ჩვენი თავისგან.

ბოლო დღეებში აგრესია წამოვიდა ჯანდაცვის მიმართ, ზარების პასუხებზე, დაგვიანებულ სასწრაფოზე და ესეც გადატვირთული სისტემის ბრალია.

მე ვისაც ვხედავ ჩემს ირგვლივ, ყველა შრომობს, და ვფიქრობ, რომ ამ ტაშის დაკვრის მერე, [ექიმების მიმართ] ასეთი დამოკიდებულება არასწორია.

მიმიდნარეობს მოქმედებები, რომ დადასტურებული პაციენტები სახლში იყვნენ და ოჯახის ექიმებმა აიღონ საკუთარ თავზე მათი დისტანციურად მართვა. თუ გავწყვეტთ გადაცემის ჯაჭვს, იმედი მაქვს, რომ კლინიკები გაუმკლავდებიან მძიმე პაციენტებს. უბრალოდ ხალხმაც უნდა ისწავლოს რომ შეიძლება, სახლში იყო, სხვისგან იზოლირებული და ისე გამოხვიდე მდგომარეობიდან.

სახლში რომ ხარ შემთხვევათა დიდ ნაწილში, არაფერი არ გჭირდება. ექიმმა წამალი თუ არ დაუნიშნა, ამბობენ, რომ ეს როგორ, აღშფოთებულები არიან. ჩემი პირადი გამოწვევაა, რომ ამ დამოკიდებულებას შევეწინააღმდეგო.

კიდევ ვირუსს ხშირად აწერენ რაღაც პოლიტიკურ ვითარებას, თითქოს მხოლოდ საქართველოშია ეს ვირუსი და სხვაგან არა და ამასთან დავაც რთული არის, ხშირად შეუძლებელიც კი. ზოგი ჩემი პაციენტი არის სტაციონარში, აქვს დადასტურებული ვირუსი, აქვს ჩივილები, და არ სჯერა, რომ კორონა აქვს, მაგრამ მზად ვარ, ყველაფერი თავიდან, დეტალურად ავუხსნა. საზოგადოებაც უნდა გააქტიურდეს რომ ცნობიერება ამაღლდეს.

კოვიდის ისე არ მეშინია, როგორც იმის, რომ სხვას გადავდებ. ამიტომ მკაცრად ვიცავ წესებს. რეგულაციებსაც საკმაოდ მივეჩვიე.

პირველი თვეები დაბნეულობა იყო, რა თქმა უნდა, მერე შემართება და ახლა რაღაც გამოცდილებაც დავაგროვე, რომ გავცე. ჩემი რესურსები მინდა, დავხარჯო სხვისთვის; ვიცი, რომ ხანდახან ექიმის სიტყვებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს; ვიცი, რომ სწორ საქმეს ვაკეთებ. უბრალოდ ყველა ერთმანეთს უნდა დაეხმაროს.

ყველა დავიღალეთ, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ. ხალხი არ უნდა განაცალკევებდეს  სამედიცინო სფეროს, მთავრობას და მოსახლეობას. ყველა ერთმანეთის გვერდში უნდა იდგეს. იმედი მაქვს, რომ რაღაც უკეთსობისკენ შეიცვლება.“

სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს. 

Related Articles

Datablog | საქართველოში იმუნიზაციის კუთხით უთანასწორობის პრო
საქართველო

Datablog | საქართველოში იმუნიზაციის კუთხით უთანასწორობის პრო

V

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საქართველოში იზრდება, მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინაციაზე წვდომა განსხვავებულია სხვადასხვა ჯგუფებს შორის. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების სწრაფად და დროულად ჩატარება პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. საყოველთაო იმუნიზაცია სიცოცხლეს უამრავ ადამიანს შეუნარჩუნებს და ეკონომიკის დროულად გახსნას შეუწყობს ხელს. თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აცრებზე ხელი ყველას თანაბრად არ მიუწვდება. მდიდარმა ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობის

ფოტო: შოთა ხინჩა/OC Media.
საქართველო

დოკუმენტები: „ფრონტერამ“ ლონდონის არბიტრაჟი წააგო

V

ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილმა, ნავთობისა და გაზის ამერიკულმა კომპანიამ „ფრონტერა“ (Frontera Resources), საქართველოს მთავრობაზე ლობისტების მეშვეობით გავლენის მოხდენის $1-მილიონიანი მცდელობის მიუხედავად, გახმაურებული საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო, იუწყებიან openDemocracy და OC Media.  აქამდე კონფიდენციალური საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ნათელს ხდის, თუ როგორ შეიყვანა შეცდომაში „ფრონტერამ“  საზოგადოება მათი საქართველოს მთავრობასთან გახმაურებული დავის შესახებ.  ჰიუსტონში

გიორგი ნეფარიძე. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
საქართველო

ფოტო | შუქრუთელების პროტესტი ამოკერილი პირით

V

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში რამდენიმე მოსახლემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მანგანუმის მოპოვება მათი სახლების ქვეშ გრძელდება, სახლები ზიანდება და ინგრევა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ არც „ჯორჯიან მანგანეზი“  უსმენთ და არც — მთავრობა. ვერა კუპატაძე აქციას 16 თებერვლიდან შემოუერთდა. ის ამბობს, რომ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში ახდენს გავლენას მის ოჯახზე. „ურთულეს პერიოდში ავაშენეთ ეს სახლი — ფაქტობრივად, მშივრები

Datablog | საქართველო აცრებისადმი ნდობის მხრივ მსოფლიოში ერთ?
საქართველო

Datablog | საქართველო აცრებისადმი ნდობის მხრივ მსოფლიოში ერთ?

V

იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსის აცრის სარგებელში ვერ არწმუნებს, გამოკითხვის მონაცემები მიგვითითებენ, რომ პრობლემის ერთერთი წყარო შესაძლოა, პოლიტიკური შეხედულებები იყოს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაცია ვირუსის კონტროლის ერთადერთი ეფექტური ხერხია. ამასთან, მოსახლეობის ვაქცინებისადმი უნდობლობამ, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „უპრეცედენტო გამოწვევა“ უწოდა, მასობრივი აცრების მცდელობებს შესაძლოა, ძირი გამო

Most Popular

Editor‘s Picks